ზეწოლაა იმ პირების მიმართ ვინც ქიმიური ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება- ვატო ნებურიშვილი

07 სექტემბერი 2019, 21:10 1127 ნახვა

ქიმიური ტერმინალის  მშენებლობის  მიზანშეწონილობის საკითხის  საჯაროდ განხილვაზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა  საზოგადოებრივ მოძრაობა "მწვანე მომავალი საქართველოსთვის"   უარი უთხრა. წერილში განმარტებულია, რომ ტერიტორიას,  სადაც  ქიმიური ტერმინალი შენდება, მესამე პირს იჯარით აქვს აღებული და კომპანია    ნავსადგურისგან დამოუკიდებლად საქმიანობას ახორციელებს .

ნავსადგურის ადმინისტრაციის პასუხს, "მწვანე მომავალი საქართველოსთვის"  ერთ-ერთი დამფუძნებელი ბუნდოვანს და უპასუხისმგებლოს უწოდებს. ვატო ნებურიშვილი  ამბობს, რომ ადმინისტრაციის მხრიდან იმ თანამშრომლებზე ზეწოლა, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან ქიმიური ტერმინალის მშენებლობას. საზოგადოებრივი მოძრაობა საპროტესტო აქციებს აანონსებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში