ბათუმში ერთ ღამეში 4 ავტომობილი გატეხეს

08 სექტემბერი 2019, 12:44 3614 ნახვა

გუშინ, 7 სექტემბერს ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე 4 ავტომობილი დააზიანეს. მანქანებს უკანა საქარე მინა აქვს ჩამსხვრეული.შემთხვევა ღამით მოხდა.

ავტომობილების ნაწილი ცენტრალურ ქუჩაზე სადგომზე იყო გაჩერებული, ნაწილი გორგილაძის ქუჩის 118 -120 ნომერში  მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში. 

მოქალაქეები აჭარის მაუწყებელთან ყვებიან, რომ ეს  ქურდობის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის და ამ ტერიტორიაზე მანქანების ძარცვის ფაქტები ადრეც  იყო.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია ამ წუთებში (12:20) მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ  4 მანქანის  დაზიანების ფაქტს,უწყებაში განაცხადეს,რომ  მოპარული არაფერი არ არის, ფაქტზე გამოძიება კი 187 და 19 177 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში