მერიის შემაჯამებელი განცხადება

01 სექტემბერი 2016, 00:00 4005 ნახვა

უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადება მერიაში გააკეთდა.. ვიცე მერის ინფორმაციით, ბათუმის წყალი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების წარმოქმნის მიზეზად ბაგრატ მანველიძე მდინარეების ადიდებას ასახელებს, რის გამოც სანიაღვრე არხების გამტანუნარიანობა შეიზღუდა. მისი ინფორმაციით, სპეცტექნიკით იწმინდება ზღვაში გამავალი არხები. მოქმედებს ცხელი ხაზი - 24-22-22 ან 23-22-22.  მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას, მანველიძე განმარტავს, რომ პირველ რიგში სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარებიან.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში