პრომეთეს მღვიმეში განათების სისტემის რეაბილიტაციისთვის მილიონ ორასი ათასი ლარი დაიხარჯა  

09 სექტემბერი 2019, 13:38 4141 ნახვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, პრომეთეს მღვიმეში განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

განათების სისტემის მონტაჟი საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 1 200 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები გერმანელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ახალი განათება მეტად ეფექტურს ხდის ვიზიტორების მღვიმეში მოგზაურობას და ზიანს არ აყენებს მღვიმის უნიკალურ ინფრასტრუქტურას.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნების ძეგლია. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. მღვიმეს ყოველწლიურად 200 000 ვიზიტორამდე სტუმრობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში