ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

10 სექტემბერი 2019, 11:25 2972 ნახვა

49 წლის ასაკში, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური გარდაიცვალა. 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. 2012-2016 წლებში კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

1987-88 და 1990-92 წლებში მუშაობდა საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელში.

1996-97 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწედ; 

1997-98 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 

1999-2000 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 

2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად; 

2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე — საპარლამენტო მდივანი. 2004-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 

2004-2008 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი. 

2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნების“ სიით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში