"ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის ნატო-ს მერყეობას და აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის" - ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი

10 სექტემბერი 2019, 11:57 1631 ნახვა

„ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა თუ არა მაპი საქართველოსა და უკრაინისთვის. ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჭირო მხარდაჭერას,  ნატო-ში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთხმად ხდება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები“, – განაცხადა რასმუსენმა.

ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე მუშაობას ამ კომისიების ფარგლებში და ეს პროცესი კარგად მიდის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს ჩვენ არასწორად მოვიქეცით. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. ვფიქრობ, ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი გზავნილი პუტინს. ეს იყო მერყეობის, სიმტკიცის ნაკლებობის გზავნილი და მან გამოიყენა ეს სიტუაცია. მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატო-ს მერყეობას და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა საქართველოსა და ნატოსთვის – ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ასე რომ ვფიქრობთ, ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება, საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებით. თუმცა ეს არ გავაკეთეთ, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, გრძელდება რეფორმების პროცესი და მნიშვნელოვანია, საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს - წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი. 

„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ეს კურსი, გააგრძელოს რეფორმები, ნატო-ს კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რადგან როდესაც ნატო იქნება მზად, თქვენც უნდა იყოთ მზად ნატო-ში შესასვლელად“, – განაცხადა კონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში