ხულოს 4 სოფელში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 76  380 ათასი ლარი დაიხარჯება - ტენდერი

11 სექტემბერი 2019, 14:38 2119 ნახვა

ფოტო: არქივი

ხულოს მერია  4 სოფელში  შიდა გზების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 76 380  ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

სამუშაოების შესყიდვაზე სატენდერო წინადადებების მიღება 13 სექტემბერს დაიწყება და 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ამ ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლების სხალთას, ფუშრუკაულის ხიხაძირისა და თხილვანაში გზის ​პრობლემატურ მონაკვეთებს. აღნიშნულ სოფლებში ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება.

 ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოები სრულად უნდა განხორციელოს ერთი წლის განმავლობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში