მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს

02 სექტემბერი 2016, 00:00 4024 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დღეს თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. არჩევისთვის კანდიდატს 3 ხმა სჭირდება. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თანამდებობა ზაზა ხალვაშმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მრჩეველთა საბჭოში 4 წევრია, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი, წევრები: გიორგი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე. საბჭოს მეხუთე წევრის ასარჩევად უმაღლესმა საბჭომ კონკურსი უნდა გამოაცხადოს, რომელიც სავარაუდოდ 8 ოქტომრის არჩევნების შემდეგ გამოცხადდება. ცნობილია, რომ ნატა იმედაშვილი აპირებს საკუთარი კანდიდატურის დასახელებას თავმჯდორის პოსტზე, თუმცა გუშინ ირაკლი დარცმელიძემ მას ურჩია რომ კანდიდატურის დასახელებისგან თავი შეიკავოს, რადგანაც მისი ოჯახის წევრი ერთ-ერთი პარტიის ლიდერია.

იმ შემთხვევაში თუ ხმები გაიყო, მაშინ ტავმჯდომარის მოვალეობას ნატა იმედაიშვილი შეასრულებს, ახალი თავმდჯომარის არჩევა კი მეხუთე წევრის არჩევის შემდეგ მოხდება. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში