აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით 40-მდე დამწყები და მოქმედი გიდი ტრენინგებს გადის

13 სექტემბერი 2019, 10:49 2137 ნახვა

გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით 40-მდე დამწყები და მოქმედი გიდი ტრენინგებს მაჭახლის, ქედისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადის.

ამჟამად, მათ სასწავლო-პრაქტიკული ტური მაჭახლის კულტურულ-ისტორიულ მარშრუტზე ჩაუტარდათ, სადაც ხეობის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და ტურისტულ სერვისებს გაეცნენ.
 

დღემდე რეგიონში 150-მდე მოქმედი და დამწყები გიდი გადამზადდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში