აჭარა ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა

14 სექტემბერი 2019, 12:20 1277 ნახვა

ინტერნეტით საქართველოს მოსახლეობის 79.3 პროცენტია უზრუნველყოფილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 5.1 პროცენტული პუნქტით და 69.9 პროცენტს მიაღწია.

აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარაშია – 89.8 პროცენტი, მეორე ადგილზე თბილისია  – 88.4 პროცენტი.

კვლევის თანახმად  ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა ექვსი წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70.6-მა პროცენტმა, რაც 6.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 78.8 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 58.6 პროცენტით განისაზღვრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში