წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა

15 სექტემბერი 2019, 12:10 4424 ნახვა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა, ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა,  3500 მა მოქალაქემ კი  საცხოვრებელი სახლი დატოვა.

წყალდიდობაა ვალენსიის, მურსიასა და ანდალუსიას რეგიონებში. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწები. გადაუღებელი წვიმის გამო რამდენიმე აეროპორტი დროებით დაკეტეს. შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. სამაშველო ოპერაციაში ათასობით პოლიციელი, მეხანძრე და სამხედრო მონაწილეობს. მობილიზებულია ვერტმფრენებიც. დაზარალებულს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  დახმარებას დაჰპირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში