ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

15 სექტემბერი 2019, 12:12 1522 ნახვა

ბათუმი საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. ფესტივალი დღეს 18 საათსა და 30 წუთზე გაიხსნება. 

ცერემონიაზე კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალურ პრიზს ქართველ და უცხოელ ხელოვანებს გადასცემენ, მათ შორის ბათუმელ მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს. უკვე ცნობილია პროგრამა, კინოფესტივალის საპატიო სტუმრების და ჟიურის შემადგენლობა. აჩვენებენ მხატვრულ დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან საკონკურსო ფილმებს.

წარმოდგენილი იქნება არასაკონკურსო ფილმებიც. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასების გამართვაც. კინოჩვენებების ძირითადი ლოკაცია კინოთეატრი აპოლოა, პარალელურად  ფილმების ჩვენება ევროპის მოედანზე ღია ცისქვეშ გაიმართება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში