მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია

15 სექტემბერი 2019, 17:59 2883 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია, 55.კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ჩემპიონია.

ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე წურწუმიამ ფინალურ დაპირისპირებაში ყაზახეთის წარმომადგენელი ხაკან ზაკანშა დამაჯერებლად 9:0 დაამარცხა. 12 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში იაპონელი შოთა ოგავა 8:0 დაამარცხა. მანამდე კი ჩინელი ჩაო 9-0 და რუსს კაბალოევსს 8-3 აჯობა.

დღეს ფინალში საქართველოს ნაკრების მერე წევრი ლაშა გობაძეც იჭიდავებს. გობაძე 82 კგ.წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

97 კგ.წონით კატეგორიაში ხვალ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს გიორგი მელია, რომელმაც საქართველოს ოლიმპიადის ლიცენზია მოუტანა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში