წითელი ყელსახვევების გამო, რესურსცენტრი სკოლას ახსნა-განმარტებას სთხოვს

16 სექტემბერი 2019, 14:07 2899 ნახვა

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის დირექციას წითელი ყელსახვევების გამო, განმარტებების გაკეთება მოუწევს. რესურსცენტრში ამბობენ, რომ ჯერ ადმინისტრაციის პასუხს მოისმენენ, შემდეგ კი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. 

"თავისუფლების ქარტიით”,  საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში აკრძალულია.

წითელი ყელსახვევი საბჭოთა პიონერებთან ასოცირდება. 

კლასის დამრიგებელმა აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის და გადაწყვეტილება დირექციასთან არ შეუთანხმებია. 

დღეს, 16 სექტემბერს, ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლაში პირველკლასელებს, საზეიმო მიღების დროს, წითელი და ლურჯი ხელსახვევები დაურიგეს. 

ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა ატვირთა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში