ბათუმის მერია პერსონალურ კომპიუტერებს ყიდულობს

16 სექტემბერი 2019, 16:50 1823 ნახვა

ბათუმის მერია 4 პერსონალურ კომპიუტერს ყიდულობს. უწყება მზად არის მიმწოდებელს, რომელიც განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების კომპიუტერებს შესთავაზებს, 15 600 ლარი გადაუხადოს.

სპეციალური  დანიშნულების  კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ 3 კომპიუტერი არქიტექტურის სამსახურს, ერთი კი მიწის აღიარების კომისიას გადაეცემა. 

“არქიტექტურის სამსახურში არსებული ძველი კომპიუტერები ახალ არქიტექტურულ პროგრამებს ვეღარ კითხულობს. თანამშრომლებს მუშაობა ძალიან უჭირთ. აწყდებიან, სისწრაფის, ოპერატიულობის პრობლემას, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მათთვის ახალი, ძლიერი კომპიუტერები შეგვეძინა. ანალოგიური მდგომარეობა იყო მიწის აღიარების კომისიაშიც“ - აცხადებენ ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურში.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ შესყიდვები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებულია. კომპიუტერის შესაძენად ტენდერი გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 19 სექტემბერს დასრულდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში