მერიის 7 მაღალჩინოსნის საქმე 

16 სექტემბერი 2019, 20:26 1546 ნახვა

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით აუდიტორი გამოკითხეს. სწორედ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ, ასე რომ აუდიტორის პასუხები ადვოკატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მთავარი საკითხი ვალდებულებების ნაწილს ეხება - იყო თუ არა მაგალითად საფინანსო სამსახურის ახლა უკვე ყოფილი უფროსი არჩილ ვანაძე ვალდებული პირადად გადაემოწმებინა „იაფი სახლის“ მშენებლობა. დაკავებულების ინტერესების დამცველები აუდიტორს კომპეტენციას უწუნებენ, პროკურორი კი ადვოკატების მხრიდან მოწმის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. ცნობისთვის ეს ის საქმეა, რომლის ფარგლებშიც ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვიცაა დაკავებული,დავა კი ასეულობით ათას ლარს ეხება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში