მოქალაქეების აზრით ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა წამლების ფასია

17 სექტემბერი 2019, 10:27 1868 ნახვა

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და ხელმისაწვდომობით კმაყოფილია, თუმცა სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალ ფასებზე წუხს. გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის 50% ჰქონდა შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო, წამალი ვერ იყიდა. 

კითხვაზე: რამდენად კმაყოფილი ხართ ჯანდაცვის ხარისხით საქართველოში. გამოკითხულთა 58 % თვლის რომ ნაწილობრივ კმაყოფილია, ნაწილობრივ უკმაყოფილოა 16%, ძალიან უკმაყოფილოა 9%, ხოლო ძალიან კმაყოფილია 13%. 

ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებს შორის, გამოკითხულთა 47% წამლების ფასს ასახელებს. 24 % კი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაზე საუბრობს. 14% ექიმებთან ვიზიტისას გადასახდელი მარალი ფასი ადარდებს. 5% კი, ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წამლების დაბალი ხარისხია. 

 

მოსახლეობის 54% ამბობს, რომ უსახსრობის გამო, კლინიკაში ვიზიტი გადაუდია. 

მოსახლეობის 50% კი, ჰქონია შემთხვევა, როცა დანიშნული მედიკამენტი ვერ უყიდია. 

 

„ენდიაის“ კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), სულ 2 131 მოქალაქე გამოკითხეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში