პრეზიდენტმა დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა - შეფასებები

17 სექტემბერი 2019, 12:15 1548 ნახვა

პრეზიდენტმა  18 წლის  დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ირკვევა, რომ  ასლან ბეჟანიძემ საპატიმრო 3 კვირის წინ  დატოვა. ასლან ბეჟანიძე სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა გაამართლეს, უზენაესმა სასამართლომ კი ის 2018 წლის 29 მარტს დამნაშავედ ცნო.

ბეჟანიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა ასევე შეიწყალა ბათუმელი პოლიციელის  მკვლელობაში ბრალდებულიც. 
 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში