მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი

17 სექტემბერი 2019, 13:09 1331 ნახვა

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნის საქმეზე  ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ისევ  მთავარ აუდიტორს  ჰენრი სანიკიძეს  მოუსმენს.  მისთვის კითხვების დასმა გუშინ ერთმა ადვოკატმა და სამმა  ბრალდებულმა ვერ მოასწრო, რადგან  მოწმე აუდიტორი  ბრალდებულებისა და ადვოკატების შეკითხვებს შვიდ საათზე მეტ ხანს პასუხობდა.  

შესაძლოა სასამართლოში მხარეებმა დღეს კიდევ ერთი მთავარი მოწმე  სახელწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი დაკითხონ.  

გამოძიება პროკურატურამ სწორედ   სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაიწყო. დაცვის მხარეს მთავარი შეკითხვები  ტენდერის ჩატარების პროცედურებთან და საგარანტიო წერილებთან  დაკავშირებით აქვს.

გამოძიება ბათუმის მერიის  და აჭარის  მთავრობის ყოფილ 7 მაღალჩინოსანს, მათ შორის ქალაქის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს  საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში