19 წლის გოგო ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა 

18 სექტემბერი 2019, 10:53 11870 ნახვა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

''მოგვიკლეს 18 წლის გოგო, ჯერ ოპერაციაც კი არ იყო დაწყებული. არავინ არ გამოდის. პოლიციით სავსეა საავადმყოფო. ცხვირის ძგიდეზე უკეთებდნენ ოპერაციას, ვერ სუნთქავდა. ალბათ ნარკოზის დიდი დოზა მისცეს'' - ყვება გარდაცვლილის ბებია. 

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შსს-ში  ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს - ინფორმაცია inforustavi.ge ავრცელებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში