ბათუმში ისეთი მშენებლობები მიდის, მალე ბაღის ასაშენებელი ადგილიც არ დარჩება - საკრებულოს სხდომა

19 სექტემბერი 2019, 11:33 2013 ნახვა

''ძალიან ცუდია, ეს არ გახლავთ არც 60, არც 100 და არც 160 - 1600 ბავშვი რჩება ბაღის გარეშე'' - განცხადება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ''პატრიოტთა ალიანსის'' დეპუტატმა გააკეთა. 

არჩილ მამულაძემ თქვა, რომ ქალაქში მიმდინარე მშენებლობების ტემპის გათვალისწინებით, მალე ბაღის ასაშენებელი ადგილიც არ დარჩება. 

'' 1600 ბავშვი რჩება ბაღის გარეშე. ეს ოჯახებისთვის ძალინ დიდი პრობლემაა. მოვუწოდებ მერიას იზრუნოს პირველ რიგში ბაღების მშენებლობაზე, თორემ მე, რომ ვატყობ ქალაქში ისეთი მდგომარეობაა, მალე ბაღის ასაშენებელი ადგილიც აღარ იქნება. დიახ, ადგილი არ იქნება'' - თქვა მამულაძემ. 

წელს ბაღს მიღმა 1600-მდე ბავშვი დარჩა. ქალაქში არსებული 33 საჯარო ბაღში საკმარისი ადგილები არ არის. მოთხოვნა გაცილებით დიდია, ხოლო სკოლამდელი დაწესებულების რაოდენობა არასაკმარისი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში