საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი დაარსდება - აშშ-მ $700 000 გაიღო 

19 სექტემბერი 2019, 16:36 1542 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნას 700 000 დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს საელჩომ გაავრცელა.

''იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება'' - წერია ინფორმაციაში. 

პროექტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში