რივიერა გადარჩება, ჩვენ მას არ დავთმობთ - აქცია ცათამბჯენების წინააღმდეგ

19 სექტემბერი 2019, 17:31 2518 ნახვა

ბათუმში, ვარდების სკვერში ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ. 

"არ დავთმობთ", ''ბეტონყმობა'', sos ''რივიერა'', ''არა ცათამბჯენებს რივიერაზე'' - ამ ბანერებით მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაწყვეტილება შეცვალოს და ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დააყენოს. 

ერთ-ერთი ორგანიზატორი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე აქციაზე წითელი კაბით მივიდა. თქვა, რომ ეს სიმბოლურია, რადგან თუ ბათუმის მერია გადაწყვეტილებას არ შეცვლის მას წითელ ბარათს უჩვენებენ. ჯერ კი, მერიას გაფრთხილების ნიშნად ყვითელი ყელსახვევი აჩვენა. 

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მინიატურაც მიიტანეს, აწერია -  stop.

ასევე გამოფინეს იმ  დეპუტატების ფოტოები, რომლებმაც რივიერაზე ცათამბჯენების განაშენიანების გეგმას მხარი დაუჭირეს.  

აქცია ვარდების სკვერიდან რივიერასკენ მსვლელობით გაგრძელდება და სიმბოლურად იქ დასრულდება, სადაც ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება. 

''მოვითხოვთ, არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა და ერთადერთი ღია სივრცე, რომლითაც ბათუმი ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის ზღვისპირა ქალაქის იდენტობას, ხოლო ჩვენ, ბათუმელებს, გვაქვს შემორჩენილი ერთადერთი ღია სივრცე ზღვაზე გადასასვლელი შეუნარჩუნდეს ქალაქს. რივიერას ჩაბეტონებით ბათუმს საბოლოოდ ამოქოლავენ ბეტონის კედლით. საკმარისია ის კედელი რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეთ და წაგვართვით ჰაერი, ეკოლოგია და ქალაქის სწორად განვითარების შანსი. ჯერ კიდევ არ არის გვიან ძველ ბათუმს შევუნარჩუნოთ სანაპირო'' - აცხადებენ ორგანიზატორები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში