ქობულეთში სკოლისა და ბაღს მიღმა დარჩენილ ბავშვებს, პროტესტის შემდეგ 3 ჯგუფი გაუხსნეს

20 სექტემბერი 2019, 12:18 1479 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვებისთვის სამი მოსამზადებელი ჯგუფი  ამოქმედდა. ჯგუფები მუხაესტატეს, ჩაისუბნისა და ქობულეთის მე-3 სკოლებში გაიხსნა და მათში სწავლას 58 მოზარდი გადის.

სასწავლო პროცესი დილით , 10 საათზე იწყება და 13 საათამდე გრძელდება. აღსაზრდელები სპეციალურ პროგრამს „მზაობა სკოლისთვის“ გადიან, რომელიც განათლების სამინისტროს მიერაა შემუშავებული.

ბავშვები, რომლებსაც სასკოლო ასაკი, 6 წელი, დეკემბრამდე უსრულდებათ, საბავშვო ბაღში წელს არ მიიღეს. ისინი სკოლის მიღმაც დარჩნენ. ასეთი ქობულეთში წელს სულ 100 ბავშვია. 

16 სექტემბერს, სწავლის დასწყების დღეს,  სკოლისა და ბაღს მიღმა ასაკის გამო დარჩენილმა ბავშვების მშობლემა  აქცია გამართეს.  ისინი სასწავლო დაწესებულების ნაცვლად მერიის წინ  შეიკრიბნენ და მუნიციპალიტეტის მერს პრობლემის გადაჭრაში დახმარება მოსთხოვეს. 

პოსტ ფაქტუმ, პროცესში ქობულეთის მერიაში ჩაერთო და სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში,მოსწავლეების ნაწილი დარეგისტრირდა სკოლამდე მოსამზადებელ ჯგუფებში. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ყველა მოსწავლე, რომელიც სკოლის ასაკს მიუღწეველია და საგანმანათლებლო დაწესებულების მიღმა დარჩა, შესაბამისი მოთხვნისა და განცხადებების მიხედვით დაკმაყოფილდება

" თუ დარჩენილი 40 აღსაზრდელის მშობელი მათ განცხადებით მიმართავს და მოსამზადებელ ჯგუფში სწავლის გაგრძელების სურვილს გამოთქვამს, მზად ვართ დამატებითი ჯგუფების შექმნაზე ვიმშაოთ" - ამბობენ ქობულეთის მერიაში. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში