პრეზიდენტი მის მიერ შეწყალებული მკვლელების საქმეზე გამოძიებას მიესალმება

20 სექტემბერი 2019, 13:54 2166 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზე გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება.

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პროკურატურამ, 28 აგვისტოს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულების საქმეზე გამოძიება დღეს დაიწყო.  პოლიციელის მკვლელობაში მსჯავლდებული რამაზ დევაძის, არასრულწლოვანის მკვლელობაზე გასამრთლებული ასლან ბეჟანიძისა და სხვა პირთა შეწყალების ფაქტე შესაძლოა სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენებას ჰქონოდა ადგილი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში