ბათუმში გაფუჭებული ხორცით ბლინებს ამზადებდნენ - ''ნატურალ ფუდი'' დააჯარიმეს

20 სექტემბერი 2019, 18:20 7306 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ნახევარფაბრიკატების საწარმოში ძველი და გაურკვეველი წარმოშობის ხორცი აღმოაჩინეს. 

ობიექტში, სადაც ხორციან, ყველიან და კარტოფილიან ბლინებს ამზადებდნენ ანტისანიტარია იყო, დადგმული იყო სათაგურები, ოთახში კი თაგვის ცურცლები ეყარა. 

საწარმოში რამდენიმე კილო დასაწყობებული, გაყინული ხორცი ინახებოდა. ობიეტში სპეციფიური სუნი იყო. 

''ნატურალ ფუდს'' სურსათის ეროვნულმა სააგენტოს საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. კანონდებლობით, კრიტიკული შეუსაბამობის დროს, მეწარმე მხოლოდ 1000 ლარის გადახდა უწევს.  

კადრები გადაცემა ''სახალხო კონტროლმა'' გადაიღო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში