უვადო პატიმრობამისჯილმა პირმა პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

20 სექტემბერი 2019, 17:17 2161 ნახვა

2007 წლის შემდეგ ბადრი ბეჟანიძეს ამ ფორმით ვეღარ გაასამართლებდნენ, რადგან „დანაშაულის არაერთგზის ჩადენას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ადგენს კანონი, თუ იმავე დანაშაულის ჩადენისთვის პირი უკვე იყო წარსულში ნასამართლევი.მოსარჩელის პოზიციით, ცვლილებების განხორციელების შემდგომ, მოქმედი წესის გამოყენების შემთხვევაში, მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება არაერთგზის  დანაშაულად არ დაკვალიფიცირდებოდა და არ გამოიწვევდა მისთვის განსაკუთრებით მძიმე სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას.ბადრი ბეჟანიძე მიიჩნევდა, რომ ირღვევა კონსტიტუციით გათვალისწინებული თანასწორობის უფლება და „შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური პრინციპი“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დანაშაულის არაერთგზისობის ცნების ცვლილება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის შემსუბუქება, ნაკარნახევი იყო ცვლილებამდე არსებული შედარებით უფრო მკაცრი სასჯელის ზომის საჭიროების არარსებობით.

ამ პირობებში კი, ახალი კანონის მოქმედების წარსულ ურთიერთობებზე გაუვრცელებლობა იწვევდა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში