მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულები წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

21 სექტემბერი 2019, 12:40 2795 ნახვა

3 ბრალდებული, რომელსაც პირის მძევლად აყვანა და გაძარცვა ედებოდათ ბრალად, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ბრალდებულებს 9 თვიან საპატიმრო ვადა გაუვიდათ, ამ დროში კი საქმის არსებითად განხილვა ვერ დასრულდა. საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ და ვერდიქტი გამოიტანონ. ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ნაფიცია შერჩეული, პროცესი კი გრძელდება.  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ.

ქობულეთიდან მამაკაცის მძევლად აყვანისა და ძარცვის საქმეში სამი ბრალდებული ფიგურირებს, რომლებმაც თავად ისურვეს აღნიშნულ საქმეზე ნაფიც მსაჯულებს გამოეტანათ ვერდიქტი. ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.  გამოძიების მტკიცებით კი, ბრალდებულებმა 2018 წლის 20 დეკემბერს, ფულის გამოძალვის მიზნით, მძევლად აიყვანეს მოქალაქე, რომელსაც 18 ათასი ამერიკული დოლარის დაბრუნებას სთხოვდნენ. გატაცებული პირი შუახევში, ახლობლის სახლში წაიყვანეს და მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

მოგვიანებით კი მამაკაცი, ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სავარაუდო გამტაცებლები დაზარალებულის ცოლს შეხვდნენ და ძვირადღირებული ტელეფონი და ფული წაართვეს.  პროკურორი, ბრალდებულ სამივე პირს, ძარცვაში სწორედ ამ ეპიზოდის გამო ედავება.  კომენტარი არ გააკეთეს. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულების უფლებადამცველებმა  მთავართან კომენტარი არ გააკეთეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში