ბათუმში სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტის მწარმოებელი კომპანია დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს

21 სექტემბერი 2019, 12:30 1349 ნახვა

საკვებად  უვარგისი ხორცი და  ანტისანიტარია - ასეთი ვითარებაა საწარმო ''ნატურალ ფუდში''  რომელიც ბათუმში ფუნქციონირებს.  ნახევარფაბრიკატების საწარმოში აღმოჩენილია  ძველი და გაურკვეველი წარმოშობის ხორცი. ამ ყველაფრით კი  ნახევარფაბრიკატები მზადდებოდა და ჯიხურებში იყიდებოდა. 

ობიექტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დააჯარიმა და  საწარმოო პროცესიც შეუჩერა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს საწარმოში არ შეუშვეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში