ძლიერი წვიმის შედეგები ბათუმში

22 სექტემბერი 2019, 20:25 1482 ნახვა

მეწყერი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლი,  დატბორილი ქუჩები და  სარდაფები - უამინდობამ განსაკუთრებით ბათუმი და ხელვაჩაური დააზარალა. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ევკალიპტის ხე დაეცა, რის გამოც ნაწილობრივ დაზიანდა საყოფაცხოვრებო ავეჯი და სახლის ერთ-ერთი კედელი.

ძლიერი ქარის გამო ხელვაჩაურში ელექტროენერგიის ბოძებიც დაზიანდა. დღის ბოლომდე მოსახლეობის ნაწილს შუქი არ მიეწოდებოდა. შეზღუდვები იყო ბუნებრივი არის მიწოდებაშიც.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში