ბორჯღალოსნები დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავენ

23 სექტემბერი 2019, 08:10 1783 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის ჩემპიონატზე, დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ჩაერთვება. ბორჯღალოსნები პირველ ტურში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა თბილისის დროით  14:15 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მთავარის მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის განცხადებით გუნდი უელსთან შეხვედრისთვის მზად არის. ჰეიგი იმედოვნებს, რომ გუნდის ტრამვირებული კაპიტანი, მერაბ შარიქაძე მომდევნო შეხვედრაში დაუბრუნდება ნაკრებს.

უელსთან შეხვედრაში ერთდრულად 10 ბორჯღლოსანის დებიუტი შედგება.

 იაპონიაში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე, მსოფლიოს 20 საუკეთესო ნაკრები ასპარეზობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში