ერგეში ელექტრო გადამცემები ანძების დადგმას აპროტესტებენ

23 სექტემბერი 2019, 15:33 1299 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ნიკიტაურის მცხოვრებლები ახალი ელექტრო გადამცემები ანძების დადგმას აპროტესტებენ. პროექტის მიხედვით, სწორედ ამ სოფელში, რამდენიმე ოჯახის მიწის ნაკვეთში უნდა შეიცვალოს ძველი, კომუნისტების დროს აგებული მცირე ზომის ანძები და ჩანაცვლდეს.

სოფლის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ სახლებთან ძალიან ახლოს გატარებული სადენებს გამოსხივება აქვთ და სახიფათოა. ამბობენ, იმასაც რომ მათ  "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა უთხრა, რომ თუ პროექტის  წინააღმდეგ წავლენ  დაისჯებიან. ენერგო პრო ჯორჯიაში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში