ფიფა-მ საუკეთესო ფეხბურთელად ​ლეონელ მესი დაასახელა

24 სექტემბერი 2019, 09:45 3492 ნახვა

ფიფას ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიას მილანის ,,ლა სკალამ’’ უმასპინძლა. ცერემონიაზე  სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ტიტული ლეონელ მესის ერგო, ხოლო საუკეთესო ქალი ფეხბურთელი მეგან რაპინო გახდა.

ფიფას სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები:

საუკეთესო მწვრთნელი - იურგენ კლოპი (ლივერპული, გერმანია)

საუკეთესო ქალი მწვრთნელი - ჯილ ელისი (აშშ-ს ნაკრები, ინგლისი)

საუკეთესო მეკარე - ალისონი (ლივერპული, ბრაზილია)

საუკეთესო ქალი მეკარე - სარი ვან ვეენდალი - („ატლეტიკო", ჰოლანდია)

საუკეთესო გოლის ავტორი (ფერენც პუშკაშის პრიზი) - დანიელ შორი (ფეჰერვარი, უნგრეთი)

საუკეთესო გულშემატკივარი - სილვია გრეკო

ფიფას ფეირ-პლეის გამარჯვებული - მარსელო ბიელსა და „ლიდს იუნაიტედი“

ფიფას ვერსიით გასული სეზონის საუკეთესო სიმბოლური ნაკრები:

2019 წლის სიმბოლური ნაკრები - ალისონი (ლივერპული, ბრაზილია), სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ჰოლანდია), მატიას დე ლიხტი (იუვენტუსი, ჰოლანდია), მარსელო (რეალი, ბრაზილია), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ჰოლანდია), ედენ აზარი (რეალი, ბელგია), ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, პორტუგალია), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

2019 წლის ქალთა სიმბოლური ნაკრები - სარი ვან ვეენდალი (ატლეტიკო, ჰოლანდია), ლუსი ბრონზი (ლიონი, ინგლისი), ნილა ფიშერი (ლინკოპინგსი, შვედეთი), კელი ო’ჰარა (იუტა როიალზი, აშშ), ვენდი რენარი (ლიონი, საფრანგეთი), ჯული ერტცი (ჩიკაგო, აშშ), ამანდინ ანრი (ლიონი, საფრანგეთი), როუზ ლაველი (ვაშინგტონი, აშშ), ალექს მორგანი (ორლანდო, აშშ), მეგან რაპინო (რეინი, აშშ), მარტა ვიერია (ორლანდო, ბრაზილია)

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში