საბჭოთა პაბედის ყიდვას აუქციონზე ორი მომხმარებელი ცდილობდა

24 სექტემბერი 2019, 10:46 5293 ნახვა

ეკონომიკის სამინისტრომ, აუქციონზე გამოტანილი, საბჭოთა პერიოდში ე.წ. სამთავრობო ავტომობილი -  პაბედა გაყიდა. 1953 წელს გამოშვებული შავი „GAZ M20 POBEDA” საწყისი ღირებულება 4500 ლარი იყო. თითო ბიჯი კი 150 ლარს შეადგენდა. 

პაბედას შესყიდვას ორი მოქალაქე ცდილობდა, ორი ბიჯით, 4800  ლარად "პაბედა" ერთ-ერთმა მომხმარებელმა იყიდა. 

ავტომანქანის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, ის დაჟანგულია, არ მუშაობს ძრავა, დაზიანებული აქვს ტყავის სალონი და საბურავები.  

ფოტო  სოციალური ქსელიდან

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში