ერთი ფანჯრის პრინციპი საზღვაო ნავსადგურებში

24 სექტემბერი 2019, 14:39 2232 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე მუშაობს. ამ მიზნით ბათუმში საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ სემინარი იმართება, რომელსაც ადგილობრივ -  საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.  

სპეციალისტები საერთაშორისო გამოცდილებით სემინარის მონაწილეებს  4 დღიან შეხვედრაზე სანავსადგურე სექტორში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და მისი დანერგვის პრინციპებს გააცნობენ.

ასევე განიხილავენ საქართველოში ერთი ფანჯრის პრინციპის ამოქმედების პერსპექტივას, რისი მიზანიც  საზღვაო სექტორში არსებული ბიუროკრატიული ბარიერის მოხსნა და როგორც გემთმფლობელებისთვის ასევე საჯარო უწყებებისთვის პროცედურების გამარტივებაა.
 

სემინარი ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დახმარებით იმართება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში