ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემის თარიღი 30 სექტემბრისთვის გაირკვევა

24 სექტემბერი 2019, 12:42 1183 ნახვა

ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემის თარიღი 30 სექტემბრისთვის გაირკვევა. ტყიბულში, მეშახტეების პროტესტი სწორედ ხელფასების დაგვიანებას მოჰყვა. 15-მდე მინდელის და ამდენივე ძიძიგურის სახელობის მეშახტე შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე,  ვიდრე ხელფასს არ მიიღებენ.

კომპანია „საქნახშირი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აქტიურ რეჟიმში  აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა  გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში