გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგასლან ლომაძე პატიმრობაში რჩებიან

24 სექტემბერი 2019, 17:52 5365 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის პროექტ "იაფი სახლის" საქმეზე, თანხის გაფლანგვის ფაქტზე დაკავებული მაღალჩინოსნებიდან, მხოლოდ  4 პირი გათავისუფლდა. 

გირაოს სანაცვლოდ, საპატიმროს დატოვებენ - ყოფილი ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ბაგრატ მანველიძე, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმწოყობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადაიმერ ხინთიბიძე და მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ბექა ხალვაში. 

მოსამართლის, დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, მათ 100 000 ლარის გირაო შეეფარდათ. 

პატიმრობაში დარჩა, ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. ასევე, ბათუმის მერიის საფინანასო სამსახურის უფროსი, არჩლ ვანაძე და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ეგასლან ლომაძე. 

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 7 მაღალჩინოსანი, სამართალდამცველებმა 30 მაისს, სპეცოპერაციით დააკავეს. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.  ბრალდებულებს შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

წინა პროცესზე, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართა, მოწმეები დაკითხეს. მანამდე კი, შეკითხვებს აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა უპასუხეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში