ვინ არის მოსამართლე კობა გოცირიძე?

24 სექტემბერი 2019, 18:06 2687 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული დირექტორის კონკურსი მოსამართლე კობა გოცირიძემ შეაჩერა. ის უვადო მოსამართლედ რამდენიმე თვის წინ განმწესდა.  

კობა გოცირიძე ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს, კონტროლის პალატის დასკვნების საფუძველზე, ერთმანეთის მიყოლებით გაასამართლა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე. მაშინ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლე კობა გოცირიძემ 126 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, კახი კალაძე კი – 17 მილიონი ლარით.

მაშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლე კობა გოცირიძის საქმიდან აცილებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. ივანიშვილისთვის შეფარდებული ჯარიმა იმავე, 2012 წელს სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა.

კობა გოცირიძემ გაასამართლა ის 10 ადამიანიც, რომლებმაც 2011 წელს უზენაეს სასამართლოსთან გამართეს აქცია ლოზუნგით „მეც პატიმარი ვარ“. ადვოკატები ხშირად აცხადებენ, რომ მოსამართლე კობა გოცირიძე გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ, ტენდენციურად იღებს. - ამ ინფორმაციას გაზეთი ბათუმელები ავრცელებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში