''ვიტყვი ყველაფერს, რაც ვიცი'' - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა

25 სექტემბერი 2019, 12:07 1158 ნახვა

,,ვიტყვი ყველაფერს რაც ვიცი“ - განაცხადა  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.  შვილმოკლული მშობლების შემდეგ  ქვეყნის მთავარ საბრალდებო უწყებაში გამომძიებლების კითხვებს დიმიტრი გაბუნია ამ წუთებში პასუხობს. აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა კითხვები აქვს მასთან პროკურატურას, თუმცა მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს.

როგორც ჟურნალისტებთან  პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, არც ის ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შეწყალების საქმეზე. დღესვე პროკურატურაშია დაბარებული მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მეუღლე.  

არსებული ინფორმაციით, გამომძიებლების კითხვებს უპასუხებს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მას შემდეგ მივა როცა  ნიუ იორკიდან ჩამოვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში