სასამართლო დავა სამშენებლო კომპანიასა და ხელვაჩაურის მერიას შორის

25 სექტემბერი 2019, 11:05 1510 ნახვა

ახალშენის ბაღის მშენებელი კომპანიასა და ხელვაჩაურის მერიას შორის სასამართლო დავა გრძელდება. კომპანია  „ლადა“  მერიას ბაღის მშენებლობაზე დახარჯული თანხის ანაზღაურებას სთხოვს.

ხელვაჩაურის სასამართლოში გამართულ პროცესზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი პაპუნა მენაბდიშვილი დაკითხეს. ექსპერტის განცხადებით, სამშენებლო  ნებართვების  უმეტესობა ხშირად უკანონოდ გაიცემა, რის გამოც  არის ლეტარული შემთხვევები.

რაც შეეხება ახალშენის ბაღის მშენებლობას, მისი თქმით, ნებართვა გეოლოგიური დასკვნის გარეშე გაიცა. მერიაში ამბობენ, რომ  კომპანიამ მშენებლობის დროს თვითნებური გადაწყვეტილებები მიიღო, რასაც არ ეთანხმება მშენებელი კომპანიიის წარმომადგენელი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში