თმის საღებავები, პომადა, ლაქი - სია რომელშიც, სიმსივნის გამომწვევი ნივთიერება დაფიქსირდა

25 სექტემბერი 2019, 12:45 95365 ნახვა

2019 წლის 9 სექტემბერს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც momxmarebeli.ge  გააკეთა. ორგანიზაციას ნიმუშები საფრანგეთის ლაბორატორიაში ჰქონდა გაგზავნილი. შედეგად აღმოჩნდა, რომ 35 პროდუქტში,  და თმის 5 საღებავში ფორმალდეჰიდის შემცველობა დაფიქსირდა, თუმცა იგი არც ერთ ნიმუშში არ აცდენილა 0,05%-ს, რა შემთხვევაშიც, აუცილებელია ეტიკეტზე იყოს მითითებული ამის შესახებ.  

ფორმალდეჰიდი - ეს არის ნივთიერება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება. ამ ნივთიერების გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში მინიმალური დოზით არის დასაშვები, თუ მისი მოხმარება  გარდაუვალია. 

რადგან ეს ნივთიერება ბუნებრივი კონსერვანტია და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს, რიგ შემთხვევებში, ტექნიკურად შეუძლებელია მისი შემცველობის თავიდან აცილება. სწორედ ამ გამონაკლისს უშვებენ ევროკავშირის ქვეყნები. 

რა ხდება საქართველოში? 

საქართველოში არ არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც შეამოწმებს  თუ რა დოზით შეიცავს ამ საშიშ ნივთიერებას შემოსული კოსმეტიკური საშუალებები და რამდენად გარდაუვალია მისი თავიდან აცილება. 

"საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული და არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ამ აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი ფორმალდეჰიდის შემცველობა საერთოდ აკრძალულია.

ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. არც საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა" - წერია momamxarebeli.ge-ს სტატიაში.

ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde and methylene glycol.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში