გოგა კოხრეიძე არ იქნებოდა ის პირი, რომელიც განვითარებას მოუტანდა მაუწყებელს, პირიქით - ნატა იმედაიშვილი

25 სექტემბერი 2019, 13:52 3601 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული მე-4 კონკურსი, ერთ-ერთი კონკურსანტის, გოგა კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე შეწყდა. კონკურსის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსამართლე კობა გოცირიძემ პროცესი განჩინებით შეაჩერა. 

გიორგი კოხრეიძე თვლის, რომ 22 აგვისტოს, ორი მრჩეველის მხარდაჭერით, ის გახდა მაუწყებლის დირექტორი და კონკურსის ჩაშლის შესახებ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ მიღებული  დადგენილება ბათილად უნდა ცნონ.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი კი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხელოვნურად არის შეტანილი, რადგან ხელი შეშლოდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედ საბჭოს აერჩია ახალი დირექტორი.  თვლის, რომ ისინი საშიშროებას წარმოადგენდნენ, რადგან პარტიული დღის წესრიგის მქონე პირების გავლენის ქვეშ არ მოექცნენ და შანსი იყო ამჯერად უკვე აერჩიათ მაუწყებლის ხელმძღვანელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევნები სამჯერ ჩავარდა, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვერ მოახერხეს კონსესუსისთვის მიეღწიათ. რიგ შემთხვევებში, საბჭოს წევრები ამბობდნენ, რომ კანდიდატი, რომელიც სულ  ორი ხმას იღებდასამთავრობო კანდიდატი იყო

სამი ტურის განმავლობაში, გიორგი კოხრეიძეს არც ერთი ხმა არ მიუღია. ბოლო ტურში კი, ორი ხმა, რომელიც მანამდე სხვა კანდიდატს ჰქონდა, გიორგი კოხრეიძემ მიიღო. ნატა იმედაიშვილი ფიქრობს, რომ ეს კანდიდატი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განვითარებას არ მოუტანდა. 

"გასაუბრების პირველ ნაწილში ვერ მივეცი ხმა, რადგან ჰქონდა მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩემს მოსაზრებას საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან. ვფიქრობ, ის არ იქნებოდა ის პირი, რომელიც განვითარებას მოუტანდა მაუწყებელს, პირიქით მგონია, რომ  იყო საკითხები, რომლებიც უკან  დააბრუნებდა საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის სტატუსთან არ იქნებოდა ბმა და თანხვედრა"- განაცხადა ნატა იმედაიშვილმა.

აჭარის მაუწყებლის დირექტორის პოზიცია 23 აპრილის შემდეგ ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც დირექტორი ნათია კაპანაძეს, მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში