ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა

25 სექტემბერი 2019, 13:34 1802 ნახვა

ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სათათბირო ორგანომ ნაყოფიერად იმუშავა, ასევე  გაიზარდა მერის მხრიდან მათი რეკომენდაციების გათვალისწინების მაჩვენებელიც.

მრჩეველთა საბჭოს ინიციატივებს შორისაა უკანონო გარევაჭრობის აკრძალვა, ძეგლების ადგილმონაცვლეობა, სატარიფო პოლიტიკა და მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მონიტორინგი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში