''შახტი თუ არ იქნება, ტყიბულიც არ იქნება'' - მეშახტეების აქციამ დღეს მინდელის შახტიდან მერიასთან გადაინაცვლა

25 სექტემბერი 2019, 18:06 1317 ნახვა

შახტი თუ არ იქნება, ტყიბულიც არ იქნება“ - მეშახტეების აქციამ დღეს მინდელის შახტიდან მერიასთან გადაინაცვლა. პროტესტს ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ. მეშახტეები გუშინ, მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ჩავიდნენ და  ხელფასების მიღებამდე ამოსვლას არ აპირებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელფასის გარდა მოითხოვენ ინფორმაციას, თუ როდის განახლდება ქვანახშირის მოპოვება. კომპანია „საქნახშირის“ შახტებში დასაქმებული ათასამდე ადამიანის მიმართ მიმდინარე სახელფასო დავალიანება მილიონ ლარამდეა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში