საგანგაშო სიგნალი და თავისუფალი მედიის სამთავრობოდ გარდაქმნის მცდელობა - შეფასებები ჩვენს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე

25 სექტემბერი 2019, 20:35 1382 ნახვა

„ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ფლობდეს ტრიბუნას და ეს ყველაფერი არ დასრულდეს დემოკრატიის მარცხით, ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს!“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე აცხადებს.

იგი ამბობს, რომ არ სჯერა შეთქმულების თეორიების, თუმცა არც ამდენი დამთხვევის. ამბობს, რომ აპირებდა მიმდინარე კონკურსში მონაწილეობას, თუმცა ერთი საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ კონკურსი შეაჩერა. ამ განჩინებას მრჩეველთა საბჭო  უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. საქმე იმაშია, რომ კონკურსანტი გიორგი კოხრეიძე წინა კონკურსში მიღებულ 2 ხმაზე დაყრდნობით მის გამარჯვებულად აღიარებას ითხოვს. 

მედია - ექსპერტები და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები კი ამ პროცესს სამთავრობო გეგმას უკავშირებენ. ამბობენ, რომ ეს საჩივარი არ არის უბრალო დამთხვევა და ტელევიზიაში ამჟამად არსებული თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის შეჩერებისკენაა მიმართული.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში