დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ყალბი დოკუმენტები დაამზადეს 

26 სექტემბერი 2019, 10:42 2090 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული არიან ადამიანები, რომლებიც ყალბ საანგარიშსწორებო დოკუმენტებს სისტემატურად ამზადებდნენ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები გაწერეს, თითქოსდა მოხდა 2 100 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის რეალიზაცია. 

მეორე შემთხვევაში კი, მოქალაქემ დაამზადა და გაასაღა 200 000 ლარის ღირებულების ყალბი ანგარიშფაქტურა, სატრანსპორტო მომსახურების ფიქტიურ გაწევასთან დაკავშირებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში