30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მიწის ქვეშ რჩება

26 სექტემბერი 2019, 11:54 1495 ნახვა

დღეს დილიდან, ტყიბულის მერიის წინ მეშახტეებმა  საპროტესტო აქცია განაახლეს. აქციის მონაწილეები გაუცემელი ხელფასების დარიგებისა და შახტებში ქვანახშირის მოპოვების აღდგენას ითხოვენ.

ამ დრომდე პროტესტის ნიშნად 30-მდე ადამიანი მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეზე რჩება.

სოლიდარობის აქციას დღეს სტუდენტებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ტყიბულში ეკონომიკის მინისტრის ჩასვლას ელოდებიან და იმედი აქვთ რომ მოისმენენ ინფორმაცის თუ როდის ამუშავდება შახტები,რომელიც 13 თვეა გაჩერებულია. შახტში დასაქმებულები ამბობენ,რომ არაფერი იციან იმის შესახებ, თუ  რატომ არ განახლდა ქვა - ნახშირის მოპოვება ამ დრომდე.

საქართველოს პრემიერმა მინისტრმა ტყიბულში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს მთვრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ ინვესტორები დასაქმებულებს შესაბამის შრომით პირობებს უნდა უქმნიდნენ. 

გიორგი გახარიამ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ტყიბულში ჩასვლა და მაღაროელების პრობლემის მოგვარება დაავალა. 

მეშახტეები გუშინ, მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ჩავიდნენ და  ხელფასების მიღებამდე ამოსვლას არ აპირებდნენ.

კომპანია „საქნახშირის“ შახტებში დასაქმებული ათასამდე ადამიანის მიმართ მიმდინარე სახელფასო დავალიანება მილიონ ლარამდეა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში