სოციალური დიალოგი პროტესტის უკიდურესი ფორმის ალტერნატივა - დისკუსია ბათუმში

26 სექტემბერი 2019, 14:16 891 ნახვა

შრომითი უფლებების დარღვევისას, სოციალური დიალოგი როგორც გაფიცვისა და პროტესტის უკიდურესი ფორმების ალტერნატივა - ამ საკითხზე  დისკუსია ბათუმში მიმდინარეობს.  

შეხვედრის ფორმატში, რომელსაც დამსაქმებლები და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებიან ევროპულ გამოცდილებას განიხილავენ.

მათი განცხადებით, კონფლიქტებისა და შრომით სფეროში დავების გადაჭრის აპრობირებული  გზა სოციალური დიალოგია. თუ როგორ ინერგება და რა გამოწვევებია საერთაშორისო შრომითი სტანდარტების  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მაგალითზე კონფერენციის ფარგლებში დღეს და ხვალ იმსჯელებენ.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში