სტამბოლში მიწისძვრის გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულომ ცხელი ხაზი აამოქმედა 

26 სექტემბერი 2019, 17:39 8755 ნახვა

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, სტამბოლში საქართველოს საკონსულო  ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

"სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ; გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე : +90 541 818 44 00"-  აღნიშნულია სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ, ქალაქ სტამბოლში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახურისა და სტამბოლის მერის განცხადებით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში