შეშა ზამთრისთვის - ერთი ბულდოზერი და ტყემდე მისასვლელი რთული გზა სოფლებში

26 სექტემბერი 2019, 20:40 2025 ნახვა

ზამთრისთვის ემზადებიან ქედაში. ამ ეტაპზე ეს შეშის მომარაგებას უკავშირდება. ამბობენ, რომ შეშის მომარაგება წელსაც ხელშემწყობი გარემოებების გარეშე მოუწევთ. მოუწესრიგებელია ტყეკაფებთან მოსასვლელი გზები.უფრო მეტიც, ზოგიერთ სოფელში  გზა შეყვანილიც კი არაა. სატყეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მცირე ტექნიკა და არახელსაყრელი ამინდებია. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, წელს ქედაში წითელ წიგნში შეტანილი, მაგრამ გამხმარი  წაბლის ხეების მოჭრა დასაშვები ხდება. დაავადებული ხეების ტყიდან გამოტანა სპეციალისტების რეკომენდაციაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში